პროექტში – „თანატოლთა განათლების ხელშეწყობა“ – ის ფსრგლბში მომხსენებლად ვიყავი მიწვეული. შევხვდი თბილისის 191-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ გავუზიარე ჩემი გამოცდილება და ვისაუბრე წარმატების მიღწევის გზებზე, მიზნების დასახვისა და პოზიტიური განწყობის მნიშვნელობაზე. ასევე, გვქონდა დისკუსია ევროპულ ღირებულებებზე. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.

