2025 წლის 7 მაისს, როგორც „საქართველოს ახალგაზრდული სივრცის“ წარმომადგენელს, მქონდა პატივი შევხვედროდი ბატონ პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის ელჩს საქართველოში.
ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გადაგვეცა მისალოცი წერილი ევროპის დღესთან დაკავშირებით, რომელიც მიმართული იყო ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების პრეზიდენტებისთვის. ჩვენი საუბრისას ხაზი გავუსვით ახალგაზრდების ჩართულობის სასიცოცხლო როლს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა, მსგავსი შეხვედრების გასაგრძელებლად და მომავალი თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
„საქართველოს ახალგაზრდული სივრცე“ კვლავ ერთგულად უჭერს მხარს ასეთ ინიციატივებში მონაწილეობას, რადგან ევროკავშირი ახალგაზრდებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობებს განვითარების, პიროვნული ზრდის, ცოდნისა და გამოცდილების შეძენისთვის, რაც ჩვენი ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ მედია სტატიები:

