სივრცე – გაიცანი ორგანიზაციები

2024 წლის 8 აპრილს ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდულმა სივრცემ” და საქართველოს სტუდენტურმა ვიკიკლუბმა ერთობლივი ღონისძიება გამართეს. საქართველოს სტუდენტური ვიკიკლუბი 2023 წელს დაფუძნდა, ვიკიმედია საქართველოს წევრი სტუდენტების მიერ.

ღონისძიებაზე გვყავდა მოწვეული სტუმრები, ქართული ვიკიმედიის წარმომადგენლები – საქართველოს სტუდენტური ვიკიკლუბის დამფუძნებელი წევრები, რომლებმაც საკუთარ გამოცდილებებსა და წარმატების ისტორიაზე ისაუბრეს.

ღონისძიების მე-2 ნაწილი ვიკიპედიის საფუძვლების შეცნობასა და სტატიის წერის მექანიზმებს დაეთმო. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ვიკიკონკურსებისა და სხვა ვიკიპროექტების შესახებ.

ღონისძიება განხორციელდა “საქართველოს ახალგაზრდული სივრცის” პროექტის – “გაიცანი ორგანიზაციები” – ის ფარგლებში, რომლის მიზანი საქართველოში არსებული ორგანიზაციების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.