სივრცე – გაზაფხულის Kick – Off

2024 წლის 11 აპრილს Seeვრცელების Kick Off – ი ჩატარდა!

ღონისძიების პირველ ნაწილში გვყავდა მოწვეული სტუმარი – ნიკა აბაშიძე, ანტრეპრენერი, ნიკას ავტო ბლოგი -ის, “ქარუსა” და “სელუს” დამფუძნებელი, რომელმაც საკუთარ გამოცდილებაზე, საკუთარი წარმატების ისტორიაზე ისაუბრა და უპასუხა ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებს.

ღონისძიების მე-2 ნაწილი სახალისო აქტივობებსა და საინფორმაციო პრეზენტაციას დაეთმო, ღონისძიების მონაწილეებს ორგანიზაციის საქმიანობა და მიზნები გავაცანი. ასევე, მონაწილეებს გაეცნო ჩვენი ორგანიზაციის ფსიქოლოგიისა და პიროვნული განვითარების სივრცის მენტორი – ვენგო ლომთაძე.

ჩვენი ღონისძიების სპონსორი იყო კომპანია ბინსი.