საჯარო მიმართვა, რომელიც ჩემს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა:
“20 ივნისს ფაკულტეტის საბჭოს სხდომა ჩატარდა, სადაც ერთ – ერთი საკითხი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ორკვირიანი შუალედური გამოცდების დანიშვნა იყო, მაგრამ ამ სხდომაზე არ მომხდარა საკითხის დამტკიცება.
9 ოქტომბერს ინიციატივით მივმართე დელეგატებს, რომ ორკვირიანი შუალედური გამოცდების დასამტკიცებლად გაგვეკეთებინა პეტიცია. ამ მიზნით ვისურვე შეხვედრის ორგანიზებაც, მაგრამ სამწუხაროდ, ამ საკითხზე ფაკულტეტის დელეგატების შეხვედრა არ ჩატარებულა და შესაბამისად, არ მომხდარა ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება. გარდა ამისა, ამავე დღეს გავაჟღერე სტუდენტების მიერ მოთხოვნილი ჭადრაკის ტურნირის ჩატარების საკითხიც, მაგრამ ამაზეც არ ყოფილა შესაბამისი რეაგირება.
9 ოქტომბრის შემდეგ გასულია 44 დღე (1 თვე და 13 დღე) მე, როგორც ფაკულტეტის საბჭოს წევრი დელეგატი საჯაროდ მივმართავ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა საფაკულტეტო საბჭოს. (საფაკულტეტო საბჭო შედგება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არჩეული დელეგატებისგან)
გთხოვთ გაითვალისწინოთ სტუდენტების ინტერესები და მაქსიმალურად სწრაფად მოახდინოთ ამ საკითხებზე რეაგირება.
დღეს მე და მარიამ ჯეჯეიამ უკვე შევადგინეთ პეტიცია და დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება.
იმედი მაქვს, საფაკულტეტო საბჭო უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენს სტუდენტების ინტერესების დასაცავად.”

