12 სექტემბერს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პირველ კურსელების რეგისტრაცია დასრულდა.
სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატები და წევრები აქტიურად ვიყავით ჩართული რეგისტრაციის პროცესში.
ამასთან დაკავშირებით ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოვაქვეყნე:
“სამწუხაროდ, ბევრი სტუდენტი არ არის ამ ფოტოში, ვინც ჩართული იყო რეგისტრაციის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ დაწყებულა უნივერსიტეტი და ჯერ კიდევ არდადეგებია, მათ მაინც არ დაიშურეს თავიანთი დრო, ენერგია და გვერდში დაგვიდგნენ, რისთვისაც ყველას ძალიან დიდი მადლობა! მადლობა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ყველა სტუდენტის რეგისტრაცია მაქსიმალურად სწრაფად მოხდა და არ გვქონია მნიშვნელოვანი შეფერხება ამ პროცესში.”

