ოზურგეთის ევროკლუბის წევრი გავხდი

2019 წლის ივლისში გავხდი ოზურგეთის ევროკლუბის წევრი, ევროკლუბი არასამეწარმეო, (არაკომერციულ) იურიდიულ პირს წარმოადგენს, რომლის მიზანი სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზებაა. ორგანიზაციაში ყოფნის პერიოდში მონაწილეობას ვიღებდი სამუშაო შეხვედრებში. ასევე, ჩართული ვიყავი “ფერების ფესტივალის” ორგანიზების პროცესში.