მე-4 მატჩი ფიბა ევროპის თასზე

8 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ფიბა ევროპის თასზე მე-4 მატჩი გამართა და ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით – 85:86 დამარცხდა.

ღონისძიებას ვესწრებოდი, როგორც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

ღონისძიების შესახებ პოსტი ჩემს ფეისბუქ გვერდზე გამოვაქვეყნე:

“ძალიან ემოციური თამაში იყო, ბოლო წამებში ჩავარდნილმა ბურთმა მოაგებინა გერმანულ გუნდს. დიდი მადლობა ყველას, ვინც მოხვედით და უგულშემატკივრეთ ბიჭებს! “