2025 წლის 3 ოქტომბერს, პატივი მქონდა დავსწრებოდი გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ მიღებას, სადაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში – ბატონმა პეტერ ფიშერმა და მისმა მეუღლემ ქალბატონმა მარია დელ კარმენ ფიშერმა მიმიწვია.
ღონისძიებაზე შესაძლებლობა მქონდა გავსაუბრებოდი სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, ელჩებს, გავიცანი გამორჩეული ახალგაზრდები და შესაბამისად, ეს ღონისძიება ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო ახალი კავშირების დასამყარებლად.







