ჩაგვიტარდა სემინარები, რომლებიც ძირითადად ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-4 მუხლზე კონცენტრირდებოდა, რომლის მიხედვითაც მონობა და მონათვაჭრობა არის აკრძალული. კონფერენციის მთავარი იდეა ის იყო, რომ მონაწილეები დავეფიქრებინეთ გამოწვევებზე ამ კუთხით და გვემსჯელა თანამედროვე ტრეფიკინგზე.
კონფერენციის ბოლო დღეს “სუფრა” გაიშალა, ყველა მონაწილეს ერთობლივად სადილობის შესაძლებლობა მოგვეცა და გადავწყვიტე, რომ ყველასთვის გამეცნო ქართული ტრადიცია, ჭიქა ავიღე, სმენა და გაგონება ვითხოვე და წარმოვსთქვი სადღეგრძელო, არავინ არ ელოდებოდა. ბოლოს მადლობა გადავუხადე პროექტის ორგანიზატორებს და ოვაციებიც დავიმსახურე.

