SELL ME THIS PEN – მასტერკლასი გაყიდვების ხელოვნებაზე

2025 წლის 10 ნოემბერს, თბილისის ტექნოპარკში გაიმართა მასტერკლასი თემაზე – „People Selling People“, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ახალგაზრდულო სივრცის მიერ, December32-თან პარტნიორობით.

სესია წარიმართა December32-ის ოპერაციების დირექტორის, ალექსანდრე ჯამალის ხელმძღვანელობით, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა თავისი ცოდნა და გამოცდილება გაყიდვების ხელოვნების შესახებ.

მან ისაუბრა კლიენტებთან ემოციური კავშირის შექმნაზე, მათი საჭიროებების ზუსტად იდენტიფიცირებასა და გადაწყვეტის ღირებულების ეფექტურად წარმოჩენაზე.

გარდა ამისა, როგორც საქართველოს ახალგაზრდული სივრცის დირექტორმა, მონაწილეებს ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობა და ახალი ინიციატივები გავაცანი.

ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებში პრაქტიკული ბიზნესუნარების განვითარება და ისეთი ცოდნის გადაცემა, რომელიც თანამედროვე სამუშაო გარემოს მოთხოვნებთანაა მორგებული.