More EU to Georgia

26 სექტემბერს დაიწყო პროექტი – More Eu To Georgia. საქართველოდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრმა სხვა ქვეყნების ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა დასავლეთ საქართველოში სამდღიანი აქტივობები ჩავატარეთ.

პროექტში მონაწილეობა მივიღეთ 17 -მა ახალგაზრდამ. იმერეთში (ქუთაისი), სამეგრელოში (ზუგდიდი) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ბათუმი, ქედა) საჯარო და კერძო სკოლებს, სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და ევროკლუბებს ვესტუმრეთ. შეხვედრებში 16-დან 26 წლამდე ასაკის სტუდენტები და ახალგაზრდები იყვნენ ჩართულები.

ჩავატარეთ ინტერაქტიული აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების და შესაძლებლობების შესახებ. წარმოვადგინეთ პრაქტიკული მაგალითები, თუ როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი პიროვნული უნარების განვითარებას საქართველოში.

ცნობისთვის:

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEA) ინიციატივა არის არაპოლიტიკური, ნებაყოფლობითი საკომუნიკაციო ქსელი, რომელიც აკავშირებს ახალგაზრდებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, მოლდოვას რესპუბლიკიდან, უკრაინიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და გაერთიანებული სამეფოდან. ინიციატივა შეიქმნა ევროკავშირის მიერ 2016 წელს და დღემდე მასში ჩართულია 1700-ზე მეტი ახალგაზრდა 30-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან.