ჩემი პირველი კომპანია – Global Technology Solutions

14 წლის ვიყავი, როდესაც მე და მამაჩემმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს საკარმიდამო ნაკვეთზე თევზის ფერმა გაგვეშენებინა. ის, რაც სხვებისთვის უბრალოდ „ქვა და ხრეში“ იყო, ჩვენი პრიზმიდან სრულიად განსხვავებულად ჩანდა. წლები გავიდა და უამრავი დაბრკოლება შეგვექმნა, მაგრამ არასდროს შეგვიწყვეტია მოქმედება და ფიქრი, ყოველთვის გვჯეროდა ჩვენი იდეების და დღემდე გვჯერა. 2025 წლის 10 მარტს ოფიციალურად დავაფუძნეთ ჩვენი კომპანია – Global Technology Solutions. ეს მხოლოდ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, წინ კიდევ გრძელი გზაა, მაგრამ ამიერიდან კიდევ უფრო დიდი ნაბიჯებით წავალთ წინ!