Erasmus+ მომავალი თაობებისთვის

2025 წლის 18 თებერვალს, როგორც EBAYouth – ის წარმომადგენელი ჩართული ვიყავი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) გამართული ღონისძიების ორგანიზებაში.

ღონისძიების დროს, ერთმანეთს გავუზიარეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია Erasmus+-ის, EBAYouth-ისა და ESN – ის შესახებ.

როგორც ერთ-ერთმა სპიკერმა, მონაწილეებს გავუზიარე ჩემი პრაქტიკული გამოცდილება ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან მიმართებით, ვისაუბრე შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობაზე, სესიის უფრო საინტერესოდ წარმართვის მიზნით, მქონდა ინტერაქტიული აქტივობები, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარა ძირითადი გზავნილების უკეთ გააზრებაში.