17 ოქტომბერს მომივიდა ელექტრონული ფოსტა:
“ალექსანდრე მოგესალმებით.
გვიხარია გაცნობოთ რომ ჩატარებული ინტერვიუს და პროექტში აქტიური მონაწილეობის საფუძველზე ევროპული ბიზნეს ასოციაციის გუნდმა შეარჩია თქვენი კანდიდატურა და გთავაზობთ სტაჟირებას.”
ძალიან გამიხარდა, რადგან ვიცოდი, რომ ეს იყო რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი.
10 ოქტომბერს მქონდა გასაუბრება, 3 ოქტომბერს ჩატარდა დისკუსია ეკონომიკურ რეფორმებზე. მანამდე, 5 აგვისტოს იყო წერითი დავალების გაგზავნის დედლაინი, სადაც სახელმწიფო შესყიდვების რეფორმის შესახებ მოვამზადე ნაშრომი, კერძოდ, შავი სიის მექანიზმის ეფექტურობის საკითხზე საქართველოში.
ყველა ეტაპი წარმატებით გავიარე და ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ბანაკის 90 მონაწილეს შორის ერთადერთ სტაჟიორად შემარჩიეს.

