2025 წლის 8 ოქტომბერს მქონდა მქონდა პატივი შევხვედროდი საქართველოში ბალტიის ქვეყნების ელჩებს. ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის რესპუბლიკების ელჩებთან ვისაუბრეთ ახალგაზრდების გამოწვევებზე და ჩვენს იდეებზე. საფუძველი ჩავუყარეთ ელჩებთან რეგიონალური ფორმატის შეხვედრებს. ელჩებმა გამოთქვეს მზაობა ახალგაზრდების მხარდაჭერისა და მათი განვითარების მიმართულებით ახალი პროექტებისა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად ინიციატივების განხორციელების შესახებ. შეხვედრა ლატვიის საელჩოში გაიმართა.




