2025 წლის 30 სექტემბერს, გერმანიის ელჩს საქართველოში, ბატონ პეტერ ფიშერს, გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტ შტაინმაიერის სახელზე გადავეცით მისალოცი წერილი. გერმანიის გაერთიანების დღე 3 ოქტომბერს აღინიშნება. გვქონდა საინტერესო საუბარი, უფრო მეტად არაფორმალურ გარემოში, სიმბოლურად, ბერლინის კედლის ფრაგმენტის წინ, თბილისში, ევროპის მოედანზე.

გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებმა გერმანიის ელჩს მისალოცი წერილი გადასცეს

