11-15 აგვისტოს, მონაწილეობა მივიღე ნატოს საზაფხულო სკოლაში, პროექტში, რომელშიც 400 -ზე მეტი აპლიკაციიდან 25 მონაწილე შეირჩა, საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
ხუთი დღის განმავლობაში ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა მოგვესმინა ნატოს, ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებისთვის, გვქონდა დისკუსია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და რეგიონული გამოწვევების შესახებ. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ლექციები, სიმულაციები და სემინარები ჰიბრიდულ საფრთხეებზე, კიბერთავდაცვასა და სტრატეგიულ კომუნიკაციებზე, ასევე ვიზიტი ნატოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრში (JTEC).

