2025 წლის 25 აპრილს მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ორგანიზებულ რეგიონულ საგრანტო კონკურსში, რომელიც ოზურგეთის ტექნოპარკში გაიმართა.
სააპლიკაცი ეტაპის წარმატების გავლის შედეგად ჩვენი გუნდი გადავიდა მეორე ეტაპზე, სადაც ჩაგვიტარდა ინტენსიური პრაქტიკული ტრენინგები. პროგრამა მიზნად ისახავდა სტარტაპ იდეების გამყარებას და მათი ბიზნესპოტენციალის გაძლიერებას. ტრენინგების განმავლობაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ბაზრის კვლევას, მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრას, კონკურენტული გარემოს ანალიზს და MVP – ის განვითარებას. პარალელურად, ვისწავლეთ თუ როგორ უნდა წარმოვადგინოთ იდეა ინვესტორებთან და შევიმუშავეთ ფიჩინგის სტრატეგია, რათა ჩვენი იდეის მთავარი ღირებულება მკაფიოდ და ეფექტიანად გადმოგვეცა.
საბოლოო ფიჩინგის ეტაპზე წარვადგინეთ ჩვენი სტარტაპი – GTechWater – ი, ინოვაციური წყლის ფილტრაციის სისტემა, რომელიც გამოირჩევა დაბალი ენერგომოხმარებით და მაღალი ეფექტურობით. მოვამზადეთ პროტოტიპი და მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულებს შორის ვერ მოვხვდით, ჩვენმა პრეზენტაციამ მაღალი შეფასება დაიმსახურა.
რეგიონიდან სულ 24 გუნდი მონაწილეობდა და მხოლოდ 2 გამარჯვებული გამოვლინდა. ჩვენთვის ეს გამოცდილება იყო ცოდნის, კავშირებისა და მოტივაციის მნიშვნელოვანი წყარო.
GTechWater – ზე მუშაობას კიდევ უფრო მეტი ენერგიითა და შემართებით გავაგრძელებთ!



