სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა ჩატარდა, სადაც ფაკულტეტის საბჭოს დამოუკიდებელი დელეგატების ინიციატივით შექმნილი პეტიცია გავაცანი ჩვენს ფაკულტეტზე შუალედური გამოცდების ორ კვირაზე გადანაწილების მოთხოვნით.
დღის წესრიგის შესაბამისად დავამტკიცეთ ბაკალავრიატის ანკეტა – კითხვარი და დავნიშნეთ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის არჩევნების თარიღი.
ორ კვირიანი შუალედური გამოცდების საკითხი არ იყო დაყენებული დღევანდელი საბჭოს სხდომაზე, თუმცა, ამ საკითხის განხილვა იყო დელეგატების ინიციატივა.
ფაკულტეტის საბჭოს უმრავლესობა დაეთანხმა ამ ცვლილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი ფაქტორია, რადგან ფაკულტეტის საბჭო ითვალისწინებს სტუდენტების ინტერესებს. მიუხედავად ამისა, გადაწყდა ამ საკითხზე უფრო საფუძვლიანი მსჯელობა, შეხვედრის ჩატარება, სადაც აღნიშნული საკითხი სტუდენტებთან ერთად განიხილება.

