2024 წლის 9 მაისს საქართველოს ახალგაზრდული სივრცის ორგანიზებით ღონისძიება საუბრები – ახალგაზრდების ხმა ევროპას ჩატარდა.
კოჯორში “აზეულას ციხესიმაგრე” მოვინახულეთ, სადაც ევროპის დღის აღსანიშნავად ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გავშალეთ.
ლაშქრობის შემდეგ განტვირთვის მიზნით კოჯრის პარკს ვეწვიეთ, სადაც პიკნიკი მოვაწყვეთ, ღონისძიების მონაწილეებთან ერთად ვისაუბრეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, ერთმანეთი უკეთესად გავიცანით და გვქონდა სხვადასხვა სახალისო აქტივობა.
ღონისძიების მონაწილეებს ჩვენი პარტნიორი კომპანიის “ბინსის” პროდუქციით გავუმასპინძლდით.




