2022 წლის ნოემბრიდან ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ბანაკის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მოგვეცა ჩავრთულიყავით ევროპული ბიზნეს ასოციაციის სხვადასხვა ღონისძიებაში. 19 ნოემბერს დავასრულე სტაჟირება ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში და 22 ნოემბერს შევთავაზე ევროპული ბიზნეს ასოციაციის გუნდს, რომ ჩავრთულიყავი EBAYouth – ის საქმიანობაში და განახლების პროცესში. 2022 წლის 1 დეკემბერს გაიმართა შეხვედრა Saatchi & Saatchi -ის ოფისში, სადაც პრეზენტაციის სახით წარვადგინე EBAYouth-ის განახლების გეგმა, დავიწყე კონკრეტული ამოცანების შესრულება, 2022 წლის 3 დეკემბერს დავასრულე წესდებაზე მუშაობა და დავგეგმეთ სამუშაო შეხვედრები.


