პროექტების მენეჯმენტი

პროექტების მენეჯმენტი

გუნდის მართვა, პროცესების ორგანიზება, სტრატეგიული ხედვა და მიზნებზე ფოკუსირება ის უნარებია, რომლებიც ყოველთვის მეხმარება პროექტების წარმატებით განხორციელებაში.

გამოცდილება

სამოქალაქო პასუხისმგებლობის ინიციატივა

2025

სამოქალაქო პასუხისმგებლობის ინიციატივის მიზანია სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ცნობიერების გაზრდის ხელშეწყობა და სტუდენტებისთვის აქტიურ მოქალაქეობრივ ცხოვრებაში ჩართვის უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თემატური შეხვედრების ორგანიზება.

მედიაწიგნიერების მცველები

2024

მედიის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად, განვახორციელეთ პროექტი „მედიაწიგნიერების მცველები“, რომლის ფარგლებშიც კახეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს მედიაწიგნიერების მიმართულებით ჩავუტარეთ ტრენინგები. გარდა ამისა, შევქმენით რესურსები მედიაწიგნიერების შესახებ.

საუბრები

2024​

პროექტი „საუბრები“ -ის მიზანია ახალგაზრდებში სოციალიზაციის ხელშეწყობა და მათი ცხოვრების გამრავალფეროვნება. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ადგილას დაორგანიზდა Teambuilding, სოციალური აქტივობები და განვიხილეთ აქტუალური თემები.

Seeვრცე – Kick – Off

2024

საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს ახალგაზრდული სივრცის საქმიანობის შესახებ. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა სოციალური აქტივობები, ორგანიზაციის წევრებთ ერთმანეთის გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ. ასევე, მოწვეული გვყავდა სპიკერები სხვადასხვა მიმართულებით.

Outside The Wall

2023

ახალგაზრდა ევროპელი ელჩის მანდატის ფარგლებში, განვახორციელე და დავგეგმე 3-დღიანი პროექტი – „Outside The Wall.” სკოლის მოსწავლეებს ვესაუბრეთ პიროვნულ განვითარებაზე, ლიდერობაზე, მოხალისეობაზე, სამოქალაქო აქტივიზმზე, დებატების ტექნიკაზე. პროექტის ბოლო დღეს ჩავატარეთ დებატების პრაქტიკული შეჯიბრი.

Power Of Youth

2022

გერმანული ორგანიზაცია – EVZ Foundation-ის მხარდაჭერით ჩატარდა ახალგაზრდული საერთაშორისო კონფერენცია – “Power of Youth”. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შემარჩიეს ახალგაზრდა ექსპერტად და მონაწილეობა მივიღე კონფერენციის ორგანიზებაში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 60 – მა ახალგაზრდამ სხვადასხვა ქვეყნიდან.