2025 წლის 14 ივნისს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი მოდერატორი ახალგაზრდებზე ორიენტირებულ ღონისძიებაზე: „ევროკავშირი და მწვანე ეკონომიკა“.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მიერ, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელობით, Global Shapers Hub-თან და ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან პარტნიორობით.
ღონისძიებაზე გვყავდა მოწვეული სპიკერები:
ზურაბ ძნელაშვილი, კომპანია Tax & Legal Solutions-ის მმართველი პარტნიორი
ნიკოლოზ გონგლიაშვილი, კომპანია Bionova-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
ღონისძიების ფარგლებში გავაკეთე პრეზენტაცია ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის შესახებ, სადაც ვისაუბრე ჩვენი ქსელის მიზნებზე და ახალგაზრდების ჩართულობის შესაძლებლობებზე.
ღონისძიებამ მოიცვა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა მწვანე საგადასახადო პოლიტიკა საქართველოში, ცირკულარული ეკონომიკის მოდელები, ევროკავშირის როლი და მხარდამჭერი პროგრამები მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით და ადგილობრივი წარმატებული მწვანე სტარტაპების მაგალითები.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სპიკერებს ღირებული წვლილისთვის, GAU-ს მასპინძლობისთვის, პარტნიორ ორგანიზაციებს Global Shapers Hub-ს და ევროპულ ბიზნეს ასოციაციას მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის და ჩემს გუნდს პროფესიონალიზმისთვის, ერთგულებისა და თანამშრომლობისთვის, რაც ღონისძიების წარმატებით განხორციელების წინაპირობა გახდა.










