ჩემ შესახებ

ჩემი ცხოვრებისეული კრედო მოძრაობაა…

ბავშობიდანვე პროგრესზე ორიენტირებულობა და მუდმივი მოძრაობის სურვილი მაძლევდა საშუალებას მიმეღო მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება, გამომემუშავებინა ის უნარები, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემი კარიერული წინვლისთვისა და პროფესიული განვითარებისთვის .

THERE IS NOTHING IMPOSSIBLE TO HIM WHO WILL TRY

ყოველთვის ვცდილობ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას, ახალი გამოცდილებების მიღებასა და ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. დროთა განმავლობაში დასახული მიზნების მიღწევამ დამანახა, რომ შეუძლებელი არაფერია. მთავარია სურვილი, მიზნისკენ სწრაფვა, მოქმედება და “დაცემის” მიუხედავად “ფეხზე წამოდგომის” უნარი.

უნარები

ჩემი რეზიუმეს გადახედვით მარტივად შეამჩნევთ ერთ მნიშვნელოვან კანონზომიერებას – სადაც არ უნდა ვიმუშავო, პროგრესს ყოველთვის ვაღწევ. თითქმის ყველა ორგანიზაციაში, რომელთანაც მქონია ურთიერთობა, ეტაპობრივად დავწინაურდი, რადგან ერთ ადგილზე გაჩერება ჩემთვის არასდროს ყოფილა მიზანი. შესაბამისად, სწორედ ეს სწრაფვაა ჩემი წარმატების საფუძველი. იდეა, ხედვა და მოძრაობა ის ფასეულობებია, რომლებიც არ მაძლევენ უფლებას შევჩერდე “ევერესტისკენ” მიმავალ გზაზე.

კომუნიკაციის უნარი
ლიდერული და ორგანიზაციული უნარი
სტრატეგიული ხედვისა და ანალიტიკის უნარი
გუნდური მუშაობის უნარი