ჩემი პირველი დებატები, იდებატე – კანონის უზენაესობა

ეს იყო 6 კვირიანი პროგრამა, რომელიც მოიცავდა ტრენინგებს ადამიანის უფლებებისა და მისი დაცვის შიდა და საერთაშორისო მექანიზმების, კანონის უზენაესობის, გამოხატვის თავისუფლების, ქალთა და ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე, ვეწვიეთ სააპელაციო სასამართლოს და ვიმსჯელეთ სასამართლოში არსებულ პრობლემებზე. ტრენინგის შემდეგ პროექტი მოიცავდა დებატებს, რომელშიც გავედი მე- 2 ადგილას. პროექტი განხორციელდა საქართველოს მომავლის აკადემიისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.

აპლიკაცია 5 წუთით ადრე მქონდა გაგზავნილი და მალე ეს ფოსტა დამხვდა:

“გილოცავთ! თქვენ წარმატებით გაიარეთ პროექტის “იდებატე: კანონის უზენაესობა” შესარჩევი ეტაპი და მოხვდით 24 საუკეთესო მონაწილეს შორის!”

თბილისში ახალჩამოსული ვიყავი, დებატების პირველი პროექტი იყო ჩემთვის და სანამ პირველი დებატები გვექნებოდა მანამდე ძალიან ბევრს ვემზადებოდი, ღამე გავათენე, ცოტას ვნერვიულობდი, ვიკითხე მიკროფონი თუ იქნებოდა, რადგან საჯაროდ გამოსვლის შიში ბავშვობიდან მქონდა. მიკროფონი არ იყო, მაგრამ როგორც კი ფეხზე ავდექი მალევე მომეხსნა ყველანაირი შიში, ხმამაღლა ვისაუბრე. პირველ რაუნდს, მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და საბოლოოდ, როცა გავიგე, რომ მე-2 ადგილას გავედი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ეს იყო ჩემი პირველი “შეჯახება კედელთან”…