ძალიან საინტერესო და ღირებული შეხვედრები მქონდა საქართველოში არსებულ საელჩოებში.
ჩვენ გვქონდა საინტერესო დისკუსიები ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე, განვითარებაზე და სამომავლო სტრატეგიული კავშირების დამყარების მნიშვნელობაზე.
ჩემთვის პატივი იყო შევხვედროდი:
პიტერ ფიშერს, გერმანიის ელჩს საქართველოში
ფაბიოლა ალბანეზეს, იტალიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს საქართველოში
მარია თეოდორუს, საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში.



