ჩაგვიტარდა ტრენინგები სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა მნიშვნელოვან დისციპლინებზე – პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები. ტრენინგები ასევე ჩაგვიტარდა ბიზნესზე და მეწარმეობაზე, სტატისტიკაზე, მონაცემთა ვიზუალიზაციასა და დამუშავებაზე. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა შევქმენით პოლიტიკური დოკუმენტი და ორგანიზაციას წარვუდგინეთ ჩვენი სოციალური პროექტის იდეა.


