18 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „სტუდენტური ცხოვრება თსუ-ში და ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“, რომლის მიზანიც პირველკურსელებისთვის უნივერსიტეტის ცხოვრების გაცნობა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.
ღონისძიების დროს ვისაუბრეთ იმაზე თუ რას აკეთებენ ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, გავუზიარეთ ერთმანეთს ინფორმაცია ჩვენი ქსელის შესაძლებლობების შესახებ.

