13 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით თსუ-ს პირველ კორპუსში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:
როგორ ხდება საგნების არჩევა
კრედიტები
შეფასების სისტემა
სილაბუსი
სასწავლო პროცესის მართვის სისტემა
ელექტრონული სწავლების პლატფორმა
გაცვლითი პროგრამები
სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობა
საბოლოოდ, საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გამოგვივიდა, ვუპასუხეთ სტუდენტების შეკითხვებს.

