ნატოს ჰააგის პრე-სამიტის ფორუმი

2025 წლის 18 ივნისს მქონდა შესაძლებლობა “საქართველოს ახალგაზრდული სივრცე” წარმომედგინა „ნატოს ჰააგის პრე-სამიტის ფორუმზე“.

ფორუმის ფარგლებში ვიმსჯელეთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებსა და დემოკრატიული რეფორმებისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე – ნატოს დღის წესრიგის კონტექსტში.

ღონისძიებამ ერთ სივრცეში მოუყარა თავი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის ელჩსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს, რაც დიალოგისა და თანამშრომლობისთვის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა იყო.

ფორუმის დასრულების შემდეგ, მიღებაზე მქონდა პატივი ფორუმის მონაწილეებთან წარმემართა საინტერესო საუბრები, გავცვალეთ აზრები, დავამყარე ახალი კავშირები და ვიმსჯელეთ სამომავლო თანამშრომლობაზე.

განსაკუთრებული მადლობა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, მოწვევისთვისა და ამ მნიშვნელოვანი პლატფორმის შექმნისთვის.