“საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი” ამჯერად იტალიურ სკოლას ესტუმრა, სადაც ჩატარდა პროექტი ,,ახალგაზრდების ნაბიჯები საქართველოს ევროპული თავგადასავლისკენ”. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეხვედრები, როგორც ევროკავშირის ისტორიის, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ.
ღონისძიებაზე ვიყავი მოწვეული სპიკერი, როგორც ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის წარმომადგენელი. ვისაუბრე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე.


