2024 წლის 2 აპრილს “საქართველოს ახალგაზრდული სივრცე” ოფიციალურად დარეგისტრირდა ორგანიზაციად.
ორგანიზაციის შექმნა ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იყო, სერიოზულად ჯერ კიდევ 2022 წლიდან ვფიქრობდი, სახელიც მოფიქრებული მქონდა – “საქართველოს წარმატების აკადემია”… გამოგიტყდებით და სახელში ცოტა “საქართველოს მომავალის აკადემიას” მივბაძე, გუგლში ევერესტის მსგავსი ლოგოც ვნახე, ჩამოვტვირთე, ფეიჯიც გავაკეთე და დავიწყე ვიდეოების გადაღება.
ორგანიზაციის ოფიციალურად რეგისტრაციის ამბავი, რომ გავარკვიე ვიფიქრე, რომ რეგისტრაციის გარეშე დავიწყებდი, პირდაპირ წევრების მიღებით, შემდეგ კი შემოწირულობებით რეგისტრაციის თანხას (100 ლარს) შევაგროვებდი და “საქართველოს წარმატების აკადემიის” დირექტორი ვიქნებოდი. ვფიქრობდი სხვადასხვა “სკოლის” შექმნაზე, ამ იდეამ იმდენად გამიტაცა, რომ ჩემს დაბადების დღეზე, “ფრანკლინის კლუბის” მიერ ორგანიზებული პროექტის – “ფრანკლინის თავისუფლების მცველების” შეხვედრის დაწყებამდე ვთხოვე პროექტის მონაწილეებს მოსვლა და ვუთხარი, რომ “დიად იდეას” გავაცნობდი, წარვადგინე პრეზენტაცია, სადაც განსაზღვრული მქონდა მთელი ბიუროკრატიული სტრუქტურა, ყველამ დიდი მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა, მაგრამ ორგანიზაციის დაფუძნება მაინც დროში გაიწელა.
თუმცა, 2 წლის შემდეგ მაინც მივაღწიე დასახულ მიზანს, სკოლების მაგივრად “სივრცეები” შევქმენი, დიდი გუნდიც შევკარი, შევუდექი საქმიანობას და გავხდი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

