27 ოქტომბერს დელეგატებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც დელეგატებს ახალი პლატფორმა გავაცანი.
ინფორმაციისთვის:
ჩემი და რამდენიმე დელეგატის ინიციატივით შეიქმნა პლატფორმა, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ თვითმმართველობის შესახებ, გაეცნონ დელეგატების და ზოგადად თვითმმართველობის საქმიანობას. პლატფორმის მთავარი მიზანია, რომ თვითმმართველობა გახადოს ბევრად უფრო გამჭვირვალე ორგანო. გარდა ამისა, გაიზარდოს თვითმმართველობის ანგარიშვალდებულება სტუდენტების მიმართ. პლატფორმის მთავარი ნაწილი აწყობილია და ახლა არის დამუშავების პროცესში. შესაბამისად, მალე იქნება პლატფორმის პრეზენტაცია. (მას შემდეგ, რაც სრულყოფილად განთავსდება ყველა ინფორმაცია)
შეხვედრაზე დელეგატებმა იმსჯელეს პლატფორმის სტრუქტურაზე, განიხილეს პლატფორმის მენიუები. მათი იდეა იყო, რომ დელეგატების პროფილებში დამემატებინა შეფასების ფორმა და ფუნქცია, რომელიც საშუალებას მისცემდა სტუდენტებს, რომ დელეგატებისთვის წერილი მიეწერათ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რჩევები უკვე გავითვალისწინე და განვაახლე რამდენიმე დელეგატის პროფილი.

