2025 წლის 31 ოქტომბერს, შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, პატივი მქონდა, შევხვედროდი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს, ბატონ ვესელინ ვალკანოვს. შეხვდრა გამორჩეულად საინტერესო და შთამაგონებელი იყო. დისკუსია შეეხო შავი ზღვის ეკოლოგიურ, სოციალურ და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. გარდა ამისა, განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

