2023 წლის 7 ივნისს ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის მერვე მოწვევის არჩევნები. მე გავიმარჯვე ამ არჩევნებში, გავხდი დელეგატი და მივიღე 93 ხმა. ხმების რაოდენობის მიხედვით, მე-2 ადგილი დავიკავე და შესაბამისად, გავხდი ფაკულტეტის საბჭოს წევრი და მაქვს შესაძლებლობა, აკადემიურ პერსონალთან ერთად ვიმუშაო ფაკულტეტზე არსებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაზე.

