სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დამოუკიდებელმა დელეგატებმა, ჩვენს ფაკულტეტზე შუალედური გამოცდების ორ კვირაზე გადანაწილების მოთხოვნით, პეტიციაზე ხელმოწერები შევაგროვეთ.
ამავე დღეს ჩემს ფეისბუქ გვერდზე მიმართვა გავავრცელე:
“ყველას ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის, უმნიშვნელოვანესი საქმე დავიწყეთ, უდიდესი ერთიანობა გამოვამჟღავნეთ ამ პროცესში და დარწმუნებული ვარ ერთობლივი ძალებით და ამ შემართებით დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ!
პ.ს ხელმოწერების შეგროვება ხვალაც გაგრძელდება იგივე სივრცეში, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე. “

