2024 წლის 4 დეკემბერს ფაკულტეტის საბჭოს წევრმა დელეგატებმა წერილი გავუგზავნეთ ფაკულტეტის საბჭოს, სადაც თანდართული იყო პეტიცია, 330 ხელმოწერით.
2024 წლის 31 იანვარს ფაკულტეტის საბჭოს სხდომა ჩატარდა, სხდომაზე ორ კვირიანი შუალედური გამოცდების საკითხი არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ სამუშაო ჯგუფის შექმნის და ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრის ორგანიზების ინიციატივით მივმართე ფაკულტეტის საბჭოს, შეხვედრა ჩაინიშნა 6 თებერვალს.
6 თებერვალს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა მიმართულების ფაკულტეტის საბჭოს წევრი ლექტორი.
მე და ლუკა ტაბიძემ პრეზენტაცია წარვადგინეთ, სადაც ვისაუბრეთ შუალედური გამოცდების არსებულ პრაქტიკაზე, გამოწვევებსა და გამოცდების ორ კვირაზე გადანაწილების მნიშვნელობაზე, წარვადგინეთ კონკრეტული არგუმენტები და საბოლოოდ, სამუშაო შეხვედრის შემდეგ ყველა შეთანხმდა, რომ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შუალედური გამოცდების ერთ კვირიანი პრაქტიკა ორ კვირიანი მოდელით უნდა ჩანაცვლებულიყო, უბრალოდ, შემუშავდა რამდენიმე ვარიანტი.
2024 წლის პირველ მარტს ფაკულტეტის საბჭოს სხდომა ჩატარდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად დღის წესრიგის შესაბამისად გათვალისწინებული იყო შუალედური გამოცდების ორ კვირაზე გადანაწილების საკითხი. ფაკულტეტის საბჭომ განიხილა შუალედური გამოცდების ყველა ალტერნატივა და საბოლოოდ, საბჭოს წევრების უმეტესობამ მხარი დაუჭირა შუალედური გამოცდების მოდელს, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ გამოცდების ჩატარებას ითვალისწინებს ლექცია – სემინარების გარეშე.
ფაკულტეტის საბჭოს წევრებს მადლობა გადავუხადე და აღვნიშნე, რომ პეტიციის შექმნის პირველივე დღიდანვე ვხვდებოდი სტუდენტებს, ვისნემდი მათ მოსაზრებას და სტუდენტების უმრავლესობისთვის უდიდეს პრობლემას წარმომადგენდა შუალედური გამოცდების ერთ კვირიანი მოდელი. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება სტუდენტების ინტერესების გათვალისწინების ნათელ მაგალითს წარმოადგენდა.

