მედიაწიგნიერების ბანაკი

2024 წლის 11-14 ივლისს ყაზბეგში მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკი ჩატარდა, ევროკავშირის მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

გავიარეთ მითების დეტექტორისა და Maldita.es / Maldita Hemeroteca-ის ერთობლივი მედიაწიგნიერების ტრენინგი და გავეცანით დეზინფორმაციასთან ბრძოლაში EU vs Disinformation-ის გამოცდილებასაც.

ფაქტების გადამოწმებისა და ვიზუალური მანიპულაციების ამოცნობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენასთან ერთად, ამბის თხრობის ტექნიკებიც შევისწავლეთ და შევქმენით ვიდეორგოლები სოც.მედიისთვის ვიდეორგოლები.

საბოლოოდ, მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება, გავიღრმავე ცოდნა მედიაწიგნიერების შესახებ და გავიცანი ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა.