2018 წლის მაისში მონაწილეობა მივიღე “ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის” მიერ ორგანიზებულ სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ კონკურსში, გავხდი გამარჯვებული და გავედი მე-2 ადგილას. მოვამზადე ესე – „როგორი მინდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება.“
(ჩემი ნაშრომი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ)
როგორი მინდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება
სამოქალაქო საზოგადოების ცნება ახალი არ არის, მაგრამ მან დროთა განმავლობაში შეიცვალა მნიშვნელობა. არისტოტელესთვის სამოქალაქო საზოგადოება, იგივე იყო, რაც ,,პოლიტიკური ერთობა“, ადამიანი კი ,,პოლიტიკური ცხოველი“, რომელსაც შეუძლია იცხოვროს სამოქალაქო ანუ პოლიტიკურ საზოგადოებაში. მისი აზრით, ქალაქ-სახელმწიფო ნებისმიერ სხვა ასოციაციაზე მაღლა იდგა, ვინაიდან იგი მოიცავდა ყველა სხვა ასოციაციას (მაგ; ოჯახს) და შესაბამისად მოქალაქეების მიზანი არა პირადი, არამედ საერთო მიზნების შესრულება იყო. ანტიკური ხანის მოქალაქეები, სწორედ ქალაქ-სახწლმწიფოს ინტერესებისთვის პრიორიტეტის მინიჭებით ავლენდნენ იმ საყოველთაო ალტრუიზმს, რომელიც დემოკრატიის ჩამოყალიბებას უდგამდა ფესვებს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და დღეს სამოქალაქო საზოგადოება განიმარტება, როგორც მოქალაქეთა მიერ ნებაყოფილობით ჩამოყალიბებული ასოციაციების და ორგანიზაციების სფერო, რომელიც კანონით დაცულია მის მოღვაწეობაში სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ჩარევისაგან. არისტოტელეს ,,პოლიტიკურ ერთობაში“ დღეს იგულისხმებიან: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, მასმედია, რელიგიური ორგანიზაციები, საზოგადოებრივი გაერთიენებები.(მაგ; პროფესიული გაერთიანებები) და ა.შ რაც არ შეცვლილა და ალბათ, არც შეიცვლება არის ის, რომ ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის სამოქალაქო საზოგადოება დღესაც მთავარი ფუნდამენტია.
ჩვენი ქვეყანა დღესდღეობით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე დგას და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა. ისეთის როგორსაც მე, ჩემი თანატოლები და საზოგადოების უმეტესი ნაწილი ვისურვებდით. საქმე ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების კუთხით პირველ ნაბიჯებს არ დგამს. რეალურად ჩვენს ქვეყანაში ერთდროულად მიმდინარეობდა ისეთი პროცესები, რომელთა თანხვედრაც თითქმის შეუძლიებელია. წარმოვიდგინოთ მე-19 საუკუნის საქართველო, როცა ჩვენი ქყვეყანა რუსეთის მიერაა დაპყრობილი, რომელიც ცდილობს ჩვენი შეგნებიდან ამოგლიჯოს ცნებები ,,საქართველო“, ,,ქართველი“, ,,ქართული“ და იმპერიის ნაწილად გვაქციოს. სწორედ ამ დროს, 1879 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ ფუძნდება ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ პროცესების შეჩერებაში. ეს ორგანიზაცია არის სამოქალაქო საზოგადოების არსებობის ნიმუში ფაქტობრივად სახელმწიფოებრიობა დაკარგულ ერში და ეს ორგანიზაცია თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არის პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც წინ აღუდგა უსამართლობას და რომლის დამსახურებით ასეთ რთულ პერიოდში საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო წერა-კითხვის ცოდნის დონით, მაშინ როცა აშშ 64-ე ადგილს იკავებდა.
დიახ, წარსულის გამოცდილება ერთი მხრივ, გვაჩვენებს იმას, რომ ჩვენში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება მიუღწევადი პროცესი არა არის, მაგრამ მეორე მხრივ ისტორია გვაჩვენებს იმასაც, რომ ძალიან რთული, საშინელი და შემზარავი პროცესების გამო სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ჩვენს ქვეყანაში შეფერხდა და დიდი ხნითაც გადაიდო. ჩვენს ერს არა მარტო ცარიზმის, არამედ საბჭოური კომუნიზმის ქვეშაც მოუწია ცხოვრება, რამაც დაღი დაადო არა მარტო სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ ზოგადად საზოგადოების შეგნებასა და აზროვნებას.
არ შემიძლია თვალები დავხუჭო იმაზე, რომ დღესდღეობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კუთხით, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი მონდომება, რათა ერთად შევძლოთ საბოლოო მიზნის მიღწევა. ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც სამოქალქო საზოგადოება ხელს შეუწყობს ინდივიდდთა თვითდამკვიდრებას და რეალიზებას, დაიცავს ინდივიდების თავისუფლებას, თანასწორობას და მოქალაქეობრივ დამოუკიდებლობას. შეძლებს სახელმწიფოს ძალაუფლების შეზღუდვას, მისი კონტროლის გზით, რათა ის არასოდეს დაემსგავსოს თვითმპყრობელ ,,ლევიათანს“. სამოქალქო საზოგადოება მიაღწევს თავის ფუნდამენტურ მიზნებს დაამკვიდრებს მოქალაქეებში სახელმწიფოსადმი პატივისცემას, პოლიტიკური სისტემის პასუხიმსგებლურ ხასიათს, მოქალქეთა აქტიურ ჩართულობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში. დაგვანახებს იმას, თუ როგორ შეიძლება დავდგეთ თუნდაც ერთი ადამიანის გვერდით, რომელიც უსამართლობას შეიძლება შეეწირებოს. დაგვანხებს, როგორ შეიძლება იყოს თავად ხალხი სახელმწიფო, როგორ მართავდეს ის საკუთარ თავს და როგორ შეუძლია ამ ერთობას ხელი შეუშალოს ელიტიზმის აყვავებას იმ ხელსიუფლებაში, რომელსაც ლეგიტიმაცია თვად მოქალაქეებმა მიანიჭეს.
მჯერა, რომ სულ მალე სწორედ ასეთ რეალობაში ვიცხოვრებთ. ვიცი, რომ სულ მალე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი თავს დააღწევს სიბნელეს და აღარასოდეს დააკავშირებს სამოქალაქო საზოგადოებას მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მათი აზრით თურმე, ჩვენი ერის ზნეობრივი ღირებულებების დაკნინებას ცდილობენ. ასეთი არასწორი ასოციაციური მნიშვნელობების მინიჭება საზოგადოებაში ინფორმირებულობის დონის ნაკლებობასთანაა კავშირში და სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ პრობლემის აღმოფხვრაც. ჩემი აზრით, იმისათვის, რომ ჩვენ მართლაც შევძლოთ კარგი და ჯანსაღი სამოქალქო საზოგადოებსი ჩამოყალიბება უნდა დავიყოთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებით. შემდეგ ნაბიჯი კი ამ პროცესში ახალგარზდების უფრო მეტი ჩართულობა უნდა იყოს. საზოგადოებში არსებული სტერეოტიპების დანგრევა და საზოგადოებსი ამ პროცესებში მეტი ჩართულობა უზრუნველყოფს იმას, რომ სამოქალქო საზოგადოების განვითარება უფრო დიდი ადგილს დაიკავებს მოქალქეთა ცხოვრებაში და საბოლოოდ ჩვენ შევძლებთ საბოლოო მიზნის მიღწევას ვიცხოვროთ ჯანსაღი სამოქალქო საზოგადოების გვერდით, რომელიც თითოეული ჩვენგანის უფლებების დაცვის გარანტი იქნება და რომელიც გვაქცევს ჭეშმარიტ მოქალაქეებად, ,,ანტიკურ დემოკრატებად“, რომლებიც სახელმწიფოს და საყოველთაო კეთილდღეობას უფრო მაღლა დააყენებენ, ვიდრე პირად ინტერესებს.

