გავხდი ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის კურსდამთავრებული, სესიები ჩაგვიტარდა ბიზნესის მიმართულებით. პროექტი შედგებოდა 7 სესიისგან და მოიცავდა ისეთ თემებებს როგორებიცაა: მეწარმისთვის საჭირო უნარები და ინსტრუმენტები; როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად; “ბიზნეს მოდელის ტილოს” შექმნა; ბიზნეს პროექტის წერა; ფინანსური დაგეგმვა. სესიები 2019 წლის 24 ოქტომბერს დაიწყო და 1 დეკემბერს დასრულდა. სესიებს ხელმძღვანელობდა გიორგი ტუხაშვილი და ნიკოლოზ გოგოჭური.


